რეზონანსი
13.05.2020

პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დარეგისტრირდა, რომელიც ანტიკრიზისული რეაგირების ფარგლებში შემუშავდა. ასევე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა დღეს საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაზე იმსჯელეს, რომელიც "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევბის კლების ტენდენცია შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაჩქარდება.

"საბედნიეროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და შენარჩუნდა მომავალი დღეების განმავლობაში, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ. საქართველო, ამ მომენტში, არის ერთ-ერთი ყევლაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება,"- განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×