რეზონანსი
13.05.2020

მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანკრაში უბედური შემთხვევის შედეგადდაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ზვიად ცინდელიანია.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის სოფელ ნანკრას მკვიდრი იყო.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის გუბერნატორის მოადგილის მამიდაშვილია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკრაში ახალგაზრდაბიჭი ხევში გადაიჩეხა.

მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მარტო იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სანადიროდ იყო წასული.

შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×