
სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები დამსხვილი კომპანიების დამსაქმებლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავენდა მათ პანდემიის ფონზე მუშაობისთვის მადლობას უხდიან.
ვიდეოგზავნილით ისინი ფოტოგრაფისა და ბლოგერის, გოგა ჩანადირის მიერ დაწყებულსოციალურ კამპანიას – #შენმნიშვნელოვანიხარ უერთდებიან.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართულ ეკონომიკას დღეს, როგორც არასდროს, მხარდაჭერასჭირდება და რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაუზოგავად შრომობდნენ. ესენი არიანმაღაროელები თუ მეტალურგები – მძიმე მრეწველობის სფეროდან, სააფთიაქო, ავტოგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტების ქსელების, სამშენებლო კომპანიების, დასუფთავების სამსახურების, მიმწოდებელი ფირმებისა თუ ფოსტის თანამშრომლები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირის მიერ “ფეისბუქით” დაწყებულ კამპანიას, რიგითიმოქალაქეების გარდა, არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის, “ჯორჯიან მანგანეზი”, “საქნახშირი”, “არემჯი”, “ანაგი”, “აგრომაქს დეკორი” და სხვები შეუერთდნენ.