რეზონანსი
13.05.2020

გლდანის №8-ე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი რამდენიმე კვირაა შიმშილობს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატში ადასტურებენ და აზუსტებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას სულ მცირე 5 პატიმარი მიმართავს. სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, პატიმრების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის ოფისს არ მიუღია.

„5 ადამიანი არის ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში წინა კვირას იყო. შიმშილობის მიზეზი შეეხება გარკვეულწილად სამედიცინო საკითხებს, გარკვეულწილად შეეხება პირობებს და იმას, რომ რაღაცით უზრუნველყოფა ხდება და რაღაცით არა. ამ საკითხს ჩვენ ვსწავლობთ. ვიღაცები შიმშილობენ და ჩვენ შეიძლება არ მოგვმართონ და ვიღაცები მოგვმართავენ. ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე არასათანადო მოპყრობის რაიმე განცხადება მოშიმშილე პატიმრების მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×