რეზონანსი
13.05.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კანონიერი ქურდი „რეზიკო ჯვარსკი" დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის" ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. - მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი" წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ. გამოძიება „კანონიერი ქურდობის" ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×