რეზონანსი
13.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას აზრით, რამდენიმე ფაქტორის გამო, კორონავირუსის მეორე ტალღა ბევრად უფროს მსუბუქი იქნება, ვიდრე - პირველი.

"როდესაც პირველი ტალღა დაიწყო, ჩვენ არ ვიცოდით ეს რა იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამისთვის მზად არავინ იყო. ბოლომდე არ ვიცოდით, როგორ უნდა გვებრძოლა ამ ვირუსთან. ზოგადად, მთელ საზოგადოებას არ გვქონდა ჩვევები, როგორ უნდა გვეცხოვრა. ახლა, როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე - თითოეული ჩვენგანი მეტნაკლებად მზად ვართ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, როგორ დავიცვათ დისტანცია. ამასობაში შეიქმნება ეფექტური მედიკამენტები, წამოგვეწევა ვაქცინა... ამიტომ მეორე ტალღა რომც იყოს, ჩვენ, მთელი საზოგადოება და მთელი მსოფლიო ბევრად უფრო მომზადებული შევხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ. ერთი - იმის გამო, რომ ჩვენ ვართ მზად და მეორე - ამ პერიოდში ვაქცინაც შეიქმნება“ - განაცხადა "იმედის დილაში" ალექსანდრე გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×