რეზონანსი
13.05.2020

ავტოსაგზაო შემთხვევას სართიჭალაში, კახეთის გზაზე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შეჯახების შედეგად, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×