რეზონანსი
12.05.2020

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, 12 მაისის მონაცემებით, კარანტინში 300 ადამიანია. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი ამ დრომდე 23 ადამიანს დაუდასტურდა, 45-ის პასუხს კი ელოდებიან.

„მთლიანობაში, გამოკვლევა 388 ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორისაა განმეორებით ჩატარებული ტესტირებები", - განაცხადა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×