რეზონანსი
12.05.2020

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში დაფიქსირდა. ეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის 2 სოფლიდან, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მოსახლეობის აქტიური ტესტირება ტარდება. მეორე ასეთი ლოკაცია მუშევანია.

მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 122 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 642 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 413.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×