
საქართველოს მიერ ჰოლანდიური კომპანიისგან შეძენილი 30 000 სწრაფი ტესტი ჩინეთშია დამზადებული - ინფორმაციას ამის შესახებ oc-media.org-ი ავრცელებს.
24 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 930 000 ლარად 30 000 სწრაფ ტესტი იყიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ ტესტის მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია.
თუმცა, OCCRP-ის და Investico- ს ინფორმაციით, Inzek International Trading მიერ ჰოლანდიურად წარმოჩენილი და შემდგომ გაყიდული ტესტები სახელწოდებით - Biozek - არა ნიდერლანდებში, არამეთ ჩინეთში Alltest-ის მიერაა წარმოებული.
Inzek-ის გენერალურმა დირექტორმა, ზეკი ჰამიდმა დაადასტურა, რომ ტესტები ჩინეთშია დამზადებული:
„ის ჩინეთში პროფესიონალი კომპანიაა და მათ საერთაშორისო სერთიფიკატებიც აქვთ".
Biozek-ის ტესტები აქტიურად იყიდება.
შვეიცარიული კომპანიის Spring ერთ-ერთია, ვინც ეს ტესტები შეიძინა. კომპანიის წარმომადგენელმა OCCRP-თან საუბრისას განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების ყუთებზეც კი ეწერა, რომ ისინი ჰოლანდიაში იყო დამზადებული.
შესყიდვის შემდეგ ტესტები Spring-მა ასევე მიაწოდა მაკედონიაში მდებარე კლინიკას.