რეზონანსი
12.05.2020

საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დღეს საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა არის 42 000 სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში ექნებათ უფასოდ.

თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით დაეხმარება, ეს იქნება გრანტი", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შეღავათები 20 მაისიდან ამოქმედდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×