რეზონანსი
12.05.2020

სოციალური სახლის მიღებამდე მინდია ბოკუჩავა რთულ საცხოვრებელ პირობებში, ანაკლიის ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში სამ შვილს ზრდიდა.

ბავშვების დედა შვილებთან არ ცხოვრობს და არც შვილები ღებულობენ დედას.

ზუგდიდის მერიამ 2015 წლიდან დღემდე სოციალური სახლის პროგრამის ფარგლებში ახალი სახლი 117 ოჯახს გადასცა. პროექტი წელსაც მიმდინარეობს.

ბოკუჩავების ახალაშენებული სახლი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

დღესვე მერიამ ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტიც გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×