რეზონანსი
12.05.2020

 უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე.

„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს", - განაცხადა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ, პატრიარქის თხოვნით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქართლის ცხოვრებიდან ის ადგილი წაიკითხა, სადაც მაცხოვარი ავალებს ღვთისმშობელს, რომ საქართველოში წამოვიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×