
საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. თურქეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სამი ათას 800-ს აჭარბებს. ბოლო 24 საათში ინფიცირების ათას 114 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 26 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 4 დღიანი კომენდანტის საათი დაწესდება და ის 16-დან 19 მაისამდე გაგრძელდება.
COVID- 19-თან ბრძოლის პარალელურად, თურქეთი ჯანსაღი ტურიზმის სერტიფიკაციის პროგრამას იწყებს. პანდემიის მიუხედავად, თურქეთი 2020 წლის ზაფხულში ტურისტების მიღებას აანონსებს.
რაც შეეხება სხვა მეზობლებს. რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, გარდაცვლილია 2009 ადამიანი. ლეტალობის მაჩვენებელი სომხეთში 46-მდე, აზერბაიჯანში კი 32-მდეა გაზრდილი.
"პირველი ივნისიდან, რუსეთის თითოეული მოქალაქე, რომელსაც ჰყავს 3 დან 16 წლამდე მოზარდი, თითოეულ მათგანზე, მიიღებს სახელმწიფოსგან 10 000 რუბლს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება სახელმწიფო დაეხმაროს. ასეთი სახის დახმარებას წინასწარი გათვლებით 27 მილიონი ადამიანი მიიღებს," - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.