
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს განაგრძოს რეკომენდაციების დაცვა, რადგან COVID ინფექციის კლება სწორედ მათი სწორი ქცევის შედეგია.
"შეზღუდვები არ ნიშნავს მოსახლეობის თავისუფალ ქცევას ეს კარგად უნდა გავიაზროთ. მეტნაკლებად ქართველებმა მიუხედავად თავისი განსხვავებული ხასიათისა კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, შედეგებიც ვნახეთ, რომ სწორედ ამიტომ გვაქვს კარგი.
მოსახლეობას მივმართავ, რომ გააგრძელონ თვითშეზღუდვები, რომ თავი დაიცვან. ასე სჭირდება ქვეყანას და ყველა ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს. თუ ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გვექნება ძალიან კარგი შედეგი. მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ შენ თავს უნდა უთხრა - დავიტოვებ ამ შეზღუდვას. "- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.