რეზონანსი
12.05.2020

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19"-ით ინფიცირების 10 899 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსი საერთო ჯამში 232 243 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან ქვეყანაში უკვე 43 512 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 116 კი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×