რეზონანსი
12.05.2020

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია.

ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ინვესტორებთან ძლიერი კავშირები აქვს.

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს, ნამდვილად შექმნა თანამედროვე საბაჟო სამსახური და დაამარცხა კორუფცია. მეორე მხრივ, მას ძლიერი კავშირები აქვს ინვესტორებთან. ჩვენ განვიხილეთ საპენსიო რეფორმა და უკვე დროა, ის უკრაინაში განვახორციელოთ",-აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×