რეზონანსი
12.05.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კოვიდ-ცენტრებში ამჟამად მყოფი პაციენტების რიცხვს გადააჭარბა.

„გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა შემოგვემატა, გახდა 639. გამოჯანმრთელებული 317 იყო, 32 დაემატა და არის 349. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×