რეზონანსი
12.05.2020

შეხვდება თუ არა საქართველო ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით? - ამ კითხვაზე პასუხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა.

პაატა იმნაძის განმარტებით, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. მის თქმით, საქართველოში რესპირატორული დაავადების სეზონი ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში იწყება

„საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში რაც იქნება, ის იქნება საქართველოშიც. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ზამთარში ან შემოდგომის ბოლოს. დიდი ალბათობით დაავადება მობრუნდება. მანამდე ვაქცინა შესაძლოა, არ მოესწროს, თუმცა იმედი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური ანტივირუსული საშუალება იქნება, რაც ვირუსის უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 2-3 დღეში ეს უკვე მერამდენე განცხადებაა, რომელიც ვირუსის მობრუნებას და მოსახლეობის მკაცრად გაფრთხილებას ეხება. მას შემდეგ, რაც ექიმების არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა ხალხის მასობრივად დაინფიცირების თაობაზე, ახლა მათი პროგნოზები შემოდგომის პერიოდს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×