რეზონანსი
12.05.2020

როგორც “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ “2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, რაჭაში ჰესის მშენებლობას ხელი ყველა ქართველმა უნდა შეუშალოს. სანიკიძე რაჭაში ჩასვლასა და ხალხის დარაზმვას აანონსებს.

“ერთ კვირაში რაჭაში წავალ და ხალხის დარაზმვას დავიწყებ. თბილისელმა და ქუთაისელმა რაჭველებმაც კეთილი ინებონ, აწიონ ერთი ადგილი და რაჭას მიხედონ. რასაც ვაანონსებ, ყველაფერს მალე ნახავთ. სამოქმედო გეგმას ვერავის ჩავუკაკლავ.

ამ ყველაფრის უკან ფანტომასი ბიძინა დგას. რაჭა მიწისძვრების ზონა არის და მილები რომ გასკდება, წყალი მთელი რიონის პირებს წალეკავს, ჩავა ფოთამდე და ერთი 200 ათას კაცს გაიყოლებს. რომელია ერთი გიორგი სააკაძე, რომ გვითხრას – ასე არ მოხდება. ონში დაგროვებული წყალი რომ მოწყდება, მთელ რაჭას, იმერეთს, სამეგრელოს, გურიასა და ფოთსაც გაიყოლებს. ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ასე არ მოხდება – ბიძინე?!“

ინფორმაციისთვის, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს “ფერს“ აქვს მინიჭებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×