რეზონანსი
11.05.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, გორში, კორონავირუსით გარდაცვლილი 45 წლის ქალის სიკვილის მიზეზი ინსულტი გახდა.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც ერთადერთი ახალგაზრდა გარდაცვლილია ჩვენს ქვეყანაში.

იმის ფონზე, რომ აშშ-ში 20%-ია 20 წლიდან 64 წლამდე, საქართველოში ეს იყო სამწუხარო, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 68 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი გარდაიცვალა.

ამ ქალბატონს არ ჰქონდა კოვიდ-ინფექცია. ვირუსზე პასუხი იყო უარყოფითი, მაგრამ მას ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორანგიული ინსულტი და ის გარდაიცვალა ინსულტით", - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში 45 წლის ქალბატონი 8 მაისს გარდაიცვალა.

მსგავსი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ბათუმში გარდაცვლილ მე-11 პაციენტზეც გააკეთა. ცერცვაძის თქმით 81 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, კორონავირუსით მიღებული მძიმე დაზიანებები გახდა.

დღეს COVID-19-ით საქართველოში მე-11 პაციენტი გარდაიცვალა. 81 წლის მამაკაცი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×