რეზონანსი
11.05.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ახალგაზრდებს მოუწოდებს, ახალ კორონავირუსს ნუ გაუთამამდებიან.

მისი თქმით, ვირუსით გარდაცვალების უმეტესი შემთხვევა ასაკოვან ხალხში ფიქსირდება, თუმცა მსოფლიოში არის შემთხვევები, როდესაც COVID-19-ს ახალგაზრდებიც ემსხვერპლნენ.

"ამ ვირუსით გარდაიცვალა ახალგაზრდა ექიმი ჩინეთში, რომელმაც პირველმა აღწერა ეს დაავადება, იტალიაში საავადმყოფოს სრულიად ახალგაზრდა ექიმი, საფრანგეთში 15-16 წლის გოგო გარდაიცვალა, ამერიკაში 20% ახალგაზრდა ასაკის არის. ასე, რომ ახალგაზრდა ასაკი არ არის პანაცეა. რა თქმა უნდა განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ასაკოვან ადამიანებს, მაგრამ ნუ გათამამდებიან ახალგაზრდები, ვინაიდან გაცილებით უფრო იშვიათად, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, უცხოეთის ქვეყნებში არის გარდაცვალების შემთხვევები ახალგაზრდა ასაკში", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×