რეზონანსი
11.05.2020

აჭარაში ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა „მედალფა" უკვე დატოვა. ორივე პირი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. კლინიკაში რჩება 11 ინფიცირებული, საიდანაც კიდევ 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„მედალფას" დირექტორის ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევა და პირველადი პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ელოდებიან განმეორებითი ანალიზის პასუხს. რეანიმაციაში მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება

რეგიონში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 45-მა პაციენტმა. გარდაიცვალა ორი პირი. კორონავირუსს 18 აპრილს 73 წლის ქალი იმსხვერპლა, გუშინ კი მისი ქმარი 81 წლის კაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×