რეზონანსი
11.05.2020

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ამ დრომდე შეუსწავლელია, ამიტომ ის შეიძლება ნებისმიერ დროს შემოუბრუნდეს ქვეყანას. მსოფლიოში ასეთი მაგალითი რამდენიმე ქვეყანას აქვს. ის  მოქალაქეებს კვლავ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვას ურჩევს.

„პანდემიის სამედიცინო ასპექტები ჯერჯერობით დამთავრებული არ არის და რადგან ვირუსი თავისი ბუნებით არის შეუცნობელი და ვერაგი, ის შეიძლება ნებისმიერ დროს ჩვენ შემოგვიბრუნდეს.

ამის მაგალითია სამხრეთ კორეის მაგალითი, ამის მაგალითია გერმანია.

იქ ე.წ. რეპროდუქციულმა მაჩვენებელმა მოიმატა, ანუ ახლა ელოდებიან, რომ 10 დღიდან ორ კვირაში შეიძლება იყოს შემთხვევათა რიცხვის ზრდა და ნახავენ, როგორი გავლენა აქვს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს.

იგივე უჰანში დაფიქსირდა შემთხვევები.

ჩვენ ძალიან სწორად და ზუსტად უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს უჭირავს ეს ბერკეტი.

რომლის დროსაც შეიძლება ეს კარანტინის რეჟიმი და ლოქდაუნი უკან დააბრუნოს,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×