რეზონანსი
11.05.2020

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის შუამდე არ იქნება მზად. ამის შესახებ გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრმა, ანა კარლიჩეკმა განაცხადა.

"ეფექტური ვაქცინა ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების გასაღებია, ამიტომ ჩვენ მისი შექმნის ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას მხარს ვუჭერთ. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ სასწაულს არ უნდა ველოდოთ, რეალისტებად უნდა დავრჩეთ და შესაძლო წარუმატებლობისთვის მზად უნდა ვიყოთ. როგორც მანამდე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვაქცინა 2021 წლამდე ხელმისაწვდომი არ იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ვაქცინამ, შესაძლოა, მოლოდინები ბოლომდე არ გაამართლოს. მაგალითად, ის მხოლოდ მძიმე შემთხვევებში იქნება დამხმარე და შესაძლოა, მისი გაკეთება რამდენიმე თვეში ერთხელ იყოს საჭირო.

გერმანიის მთავრობამ ვაქცინის შემუშავებისთვის 750 მილიონამდე ევრო გამოყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×