რეზონანსი
11.05.2020

ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, მათ იციან თავდადება როდის და სად არის საჭირო, ამის გამოძახილია ჩვენი დღევანდელი სიტუაცია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა „POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„საუკეთესო ვარიანტი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენი ერთობლივი მეცადინეობით გამოვიდა. ხშირად მიწევს კომპლიმენტების მოსმენა და მინდა, ეს კომპლიმენტები დავუბრუნო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორად და დროზე გადადგმულმა ნაბიჯმა მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიცავთ ჩვენს დედებს და მამებს, ბებიებს და ბაბუებს, რადგანაც ასეთი საქმე კეთდება, ეს არ შეიძლება სიყვარულით არ კეთდებოდეს", - აღნიშნა კახა იშხნელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×