რეზონანსი
11.05.2020

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა.

„ხვალიდან, 12 მაისიდან, არასამუშაო დღეების პერიოდი მთელი ქვეყნისთვის სრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულებულია ბრძოლა კორონავირუსთან. ის კვლავ სახიფათოა, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, სადაც მდგომარეობა შედარებით უკეთესია",-განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების თვითიზოლაციის შესახებ.

ცნობისთვის, რუსეთში დღეის მდგომარებით კორონავირუსის 221 344 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანა შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, მას კვლავ ბრიტანეთმა გადაასწრო და ის ამჯერად მეოთხე ადგილზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×