რეზონანსი
11.05.2020

ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის წევრებმა, „დაეშის" ავღანეთისა და სამხრეთ აზიის ფლანგის ლიდერი აბუ ომარ ხორასანი დააკავეს. ასევე, დაკავებულია დაჯგუფების საზოგადოებრივი ურთიერიერთბების უფროსი

და დაჯგუფების სადაზვერვოს დანაყოფის უფროსი.

პოლიციამ და უსაფრთხოების დირექტორატის წარმომადგენლებმა ტერორისტული დაჯგუფების წევრები ქაბულში დააკავეს. ინფორმაციას „ტოლონიუსი" ავრცელებს.

ქაბულში დაკავებული დაჯგუფებების წევრები „დაეშის" და „ჰაკანის ქსელის" წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ავღანეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს განხორციელებულ შეტევაზე, ასევე თავდასხმაზე ქაბულში მდებარე სალოცავსა და დასავლეთ ქაბულში გამართულ ავღანელი პოლიტიკოსების შეკრებაზე.

როგორც უსაფრთხოების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დაეშის" წევრების დაკავების ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც დაჯგუფების ოთხმა უფროსმა წევრმა, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან, ავღანეთში დაჯფგუფების შესაძლო ადგილსამყოფებელი გათქვა.

ოპერაციისას დაიღუპა ხუთი მეამბოხე, ხოლო რვა დაიჭრა. ტერორისტული დაჯგუფების წევრების დაკავებას შეეწირა ორი ავღანელი უსაფრთხოების ოფიცერი, ხოლო ექვსი დაშავდა. ადგილიდან დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღები ამოიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×