რეზონანსი
11.05.2020

გერმანიაში კორონავირუსის რეგულაციების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი კვლავ გრძელდება. ბერლინში გამართული აქცია პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია ათობით აქტივისტი. გერმანიის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში რეგულაციების სრულად მოხსნას მოითხოვს.

ცნობისთვის, აკრძალვების შემსუბუქება გერმანიამ გასულ კვირას დაიწყო, რასაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოჰყვა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, თუ COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, შესაძლოა შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×