რეზონანსი
11.05.2020

81 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსის შედეგად დღეს გარდაიცავალა, ბათუმის კლინიკა "მედალფაში" დაახლოებით ერთი თვის წინ შეიყვანეს. ბოლო 4 დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჰოსპიტალუი ქსელ "მედალფას" ბათუმის კლინიკის კლინიკური დირექტორის ალექსი გოხელაშვილის განმარტებით, პაციენტს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

იმავე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას მისი მეუღლე, თუმცა ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

"80 წელს გადაცილებულ პაციენტს საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა, განვითარდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დარღვევები და დადგა ეს შედეგი. თავიდან მკურნალობდა ჩვეულებრივად თერაპიულ განყოფილებაში, დამძიმების შემდეგ უკვე გადაყვანილი იქნა რეანიმაციაში," - განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა.

ორივე გარდაცვლილი ე.წ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×