
„პატარა ჩამეხუტა და მკითხა მამიკო დედა სად არისო? რა უნდა მეთქვა ბავშვისთის", - ასე იხსენებს ყველაზე რთულ პერიოდს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე მამუკა ნაჭყებია.
გარდაცვლილი ქალის მეუღლე ტელეკომპანია „იმედთან" ჰყვება, რომ მას ორი ვარიანტი ჰქონდა - ან მეუღლის ცხედარი უნდა დაეწვათ, ან აკლდამაში დაეკრძალათ და 5 წლის შემდეგ მოხდებოდა მისი საქართველოში გადმოსვენება.
„ესპანეთში, რომ ვიყავი მე მქონდა გათავისებული, რომ ცირა აღარ არის, მაგრამ აქ რომ მოვდიოდი ბევრი ხალხი იდგა, პატარა გოგო, ეთერი ჩამეხუტა და მკითხა, მამიკოო დედა სად არისო? რა უნდა მეთქვა ბავშვისთის - დედა სად არის-თქო.
ცირას გარდაცვალების შემდეგ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ესპენეთში ჩემი ყოფნა იყო ცოცხლად ჯოჯოხეთში ყოფნა. საელჩოდან დამირეკეს და მითხრეს ორი ვარიანტი გვაქვს, ან უნდა დაიწვას ან უნდა დაიკრძალოს აქ და 5 წლის შემდეგ მოხდება საქართველოში გადასვენება.
ცირა, რომ აკლდამაში დაეკრძალათ, ამას მიაღწია ჩვენმა საელჩომ და საპატრიარქომ, თორე დღეს ცირა იქნებოდა დამწვარი. არანაირი ჩემი ტირილი ამას არ უშველიდა", - ამბობს მამუკა ნაჭყებია.
"პრაიმტაიმი"