რეზონანსი
11.05.2020

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა „მედალფაში" მკურნალობდა.

ის 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკა „მედალფაში" „კოვიდ-19"-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი მე-11.

ამ დროისთვის „მედალფაში" 13 ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთის გამოჯანმრთელებას ახლო მომავალში ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×