რეზონანსი
11.05.2020

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალთან ხმაურია. ქალი, რომელმაც აღნიშნულ კლინიკაში იმშობიარა, სოციალურ მუშაკებს შვილის უკანონო ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

ქალის მტკიცებით, ბავშვი დღენაკლული დაიბადა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სამი თვით უნდა დარჩენილიყო.

"ჩემი შვილი დაიბადა დღენაკლული ამ კლინიკაში, მეუბნებოდნენ რომ ბავშვი ზონდით იკვებება. 8 რიცხვში დამირეკა სოციალურმა აგენტმა და მითხრა, რომ ბავშვი მე მიმყავს და შენ არაფრის უფლება გაქვსო. არ ვიცი რა გააკეთა, მე არაფერზე ხელი არ მომიწერია. ჩემს შვილს ვითხოვ, დამიბრუნონ ჩემი შვილი. ექიმიც არ გამოდის რომ დაგველაპარაკოს, არც ტელეფონზე გვცემს პასუხს. ის მაინც გაგვაგებინოს ვის გაატანა ჩემი შვილი,"-აცხადებს ჩვილის დედა.

წყარო: “Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×