რეზონანსი
11.05.2020

ივლისში ბავშვებისთვის საზაფხულო ბაღები არ იმუშავებს. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მათი სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ ივლისში არ განხორციელდება, რადგან პანდემიის გამო გარკვეული რისკები არსებობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო.

თბილისში ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. ძირითადად, ის პატარები, რომლებიც ამ პერიოდში თბილისიდან დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებდნენ.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაციას, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი განკუთვნილია სტატუსის მქონე ბავშვებისთვის. სულ ასეთი 5 კატეგორიაა. შემდეგ ეტაპზე, 19 ივნისს, 12:00 საათზე კი ყველა ბავშვი შეძლებს რეგისტრაციის გავლას, რომელთაც 2 წელი 14 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

სწავლა თბილისის საბავშვო ბაღებში 14 სექტემბერს განახლდება.

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×