რეზონანსი
11.05.2020

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის დამფუძნებელი, დავით მესხიშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვს:

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და ის არც უნდა შეეჩერებინათ!

როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით, უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.

საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაიხსნება სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები. მათი გახსნის შემთხვევაშიც კი, ეკონომიკა ვერ გაცოცხლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზტრანსპორტი.

ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.

დაბოლოს, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება რომ საზტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია, ვინაიდან აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იწვევს სიღატაკეს, შიმშილს და მოაქვს გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი ქვეყნებისთვის. ამიტომ საზტრანსპორტი, პრაქტიკულად, არსად არ აკრძალულა საქართველოს გარდა!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×