რეზონანსი
10.05.2020

შეზღუდვების მოხსნა 6-ეტაპიანი გეგმის და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გრძელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები მოიხსნება შემდეგი თანმიმდევრობით:

11 მაისიდან გაიხსნება თბილისი.

14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი.

18 მაისიდან გაიხსნება მარნეული.

11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

1 ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

შეზღუდვების მოხსნის ეტაპებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა სპეციალურ საონფორმაციო ვიდეო-რგოლს ავრცელებს.

მთავრობის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნის ყველა ეტაპზე, აუცილებელია, იურიდიულმა პირებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×