რეზონანსი
10.05.2020

საქართველოს საზღვრებს გარეთ გარდაცვლილი კიდევ ერთი ემიგრანტის მძიმე ისტორია.

კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი 72 წლის სერგო მელაძეა. ახალციხის თეატრის მსახიობი ბოლო 17 წელი ბარსელონაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ამ ამბავს „იმედის კვირის" ეთერში სერგო მელაძის შვილი, გიორგი მელაძე იხსენებს.

„მამაჩემი 2003 წელს წამოვიდა, დედაჩემი და ჩემი ძმა უფრო ადრე წამოვიდნენ 1996 წელს. როგორც ალბათ ყველა გაჭირვების გამო.

დაინფიცირება როგორ მოხდა ვერ გეტყვით. ბოლო ერთი კვირა სახლში იჯდა არ გადიოდა. უცაბედად, პარასკევს დაეწყო სუნთქვის უკმარისობა.

დედაჩემმა რომ დარეკა ორი საათი არავინ პასუხობდა, დადო ტელეფონი და ორი საათი ელოდებოდა, არც გვქონდა იმედი, რომ ვინმე აიღებდა. პირველი იყო საათი რომ მოვიდნენ, აღჭურვილობით და წაიყვანეს", - ამბობს გიორგი მელაძე.

სერგო მელაძის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი კრემაციის რიგში ჩააყენეს.

„24 ში უნდა ჩატარებულიყო კრემაცია და 26-ში შეგვეძლო ფერფლი წამოგვეღო.

სადღაც 40 დღე გავიდა და გუშინ მოგვიტანეს ფერფლი. ისეთი კოლაფსი ჰქონდათ, რომ ვერ ასწრებდნენ ალბათ ცხედრების დაწვას.

მამაჩემს ძაან უყვარდა საქართველო და ენატრებოდა. როცა მოვახერხებ ჩამოვალ და აწყურში ბებია-ბაბუის გვერდზე დავმარხავ", - ამბობს გიორგი.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×