რეზონანსი
10.05.2020

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, სამხედრო მოსამსახურეებმა იჩხუბეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხუბის შედეგად შვიდი ჩინელი და ოთხი ინდოელი ჯარისკაცი დაშავდა.

როგორც BBC წერს, ინციდენტი ინდოეთის სიკიმის შტატში, ნაკულას სექტორში მოხდა, რომელიც ჰიმალაებში, ზღვის დონიდან 5 000 მეტრზე მაღლა მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მეთაურების კომუნიკაციის შემდეგ დაძაბული ვითარება განიმუხტა.

წინასწარი მონაცემებით, მხარეებს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ და ერთმანეთს ქვები დაუშინეს. საერთო ჯამში ინციდენტში 150-მდე სამხედრო მონაწილეობდა, არიან დაშავებულებიც.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×