რეზონანსი
10.05.2020

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის,კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტია, მათგან 57-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 3 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, 2 აპარატულ სუნთქვაზეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაეწერა 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი და აღებულია 7 მეორადი ტესტი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, სტაციონარში ამჟამად 41 პაციენტი იმყოფება, გაეწერა 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი და ასევე დაემატა 2 ინფიცირებული. სტაციონარში ორი მძიმე პაციენტი იმყოფება და მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.ახალი პაციენტების კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხებს ელოდებიან თუმცა ინფექციონისტის თქმით ეს ორი პაციენტი საყურადღებოა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოდ მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსი 635 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 309 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, სტა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×