რეზონანსი
10.05.2020

გერმანიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, COVID-19-ის გავრცელების ტემპი გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქვეყანაში ერთი ინფიცირებულის მიერ სხვების დაავადების მაჩვენებელი - R 1.1-მდე გაიზარდა. თუ ეს ციფრი 1-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება მატულობს.

ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის გეგმა აუცილებლობის შემთხვევაში ზომების კვლავ გამკაცრებასაც ითვალისწინებს.

გასული 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ვირუსის 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დიაგნოზი 169 218 ადამიანს დაუსვეს. 7 395 პაციენტი გარდაიცვალა.

"2020news"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×