რეზონანსი
10.05.2020

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 110 მედიკოსს დაუდასტრუდა. სულ ქვეყანაში „კოვიდ-19"-ით დაინფიცირდა ჯანდაცვის სფეროს თითქმის სამი თასი თანამშრომელი, მათგან 21 გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის მინისტრზე, მაქსიმ სტეპანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19"-ის 522 შემთხვევა დადასტურდა.​ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ პირებს შორის, ვისაც კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა, 30 ბავშვი და 110 მედიკოსია.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 15 232 შემთხვევა, აქედან 1 056 ბავშვი და 2 964 მედიკოსია.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 391-ს შეადგენს, აქედან 15 ინფიცირებული ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

უკრაინაში კორონავირუსისგან სულ 3 060 ადამიანი განიკურნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×