რეზონანსი
10.05.2020

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას მიტროპოლიტობის პერიოდი გაიხსენა:

"პატრიარქობამდე თქვენ იცით, აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი. უდაბნოში, აფხაზეთის უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონაზონი, იქ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი ერთად იყვნენ. მე მიამბობდნენ - კოჭლობით დათვი მოდის ჩვენსკენო, შევედით კელიაში, შეგვეშინდაო, მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსო, თურმე პატარა რკინა შერჭობია და ვერ იღებსო.

ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარი და გაზით ამოვიღეთ ეს ლურსმანიო. წავიდაო და ერთი ორი საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტონში გადასულა, მოუკრიფავს და მოუტანა ამ მონაზვნებს.

ასე დამეგობრდნენ ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ იქ. ერთმა ბერძენმა მოკლა, არ იცოდა ალბათ, რომ ის მოშინაურებული იყო. საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში.

ერთი მონაზონი იყო, დედა ნატალია. მე ვეკითხები, რომ დედა ნატალია, როგორ ხარ? მე ვარ დედოფალიო, უდაბნოს დედოფალიო. აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მინდა, რომ თქვენც იფიქროთ, რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×