რეზონანსი
10.05.2020

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში „კოვიდ-19" უკვე 209 688 ადამიანს დაუდასტურდა.

რუსული მედია წერს, რომ „კოვიდ-19"-სგან დღემდე ქვეყნის მასშტაბით 34 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 88 ადამიანი ემსხვერპლა, რის შემდეგაც კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1915-მდე გაიზარდა.

რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ერთი დღე-ღამის ზრდა 5.5 პროცენტი იყო, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსული მედია წერს, რომ ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი მხოლოდ დედაქალაქ მოსკოვში გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×