რეზონანსი
10.05.2020

გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხში მდინარე კაბალი ადიდდა. მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები.

ჭარბი ნალექის გამო მომატებული გრუნტის წყლებისგან დაიტბორა ოცამდე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცოდნისკარში, აფენსა და კაბალში ადგილზე მოსახლეობას წყლის ამოტუმბვის სამუშაოებში მაშველები ეხმარებიან.

როგორც ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, წვიმების გაგრძელების შემთხევაში არსებობს მდინარე კაბალის ნაპირიდან გადმოსვლის საშიშროება, რაც გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის მოსახლეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×