რეზონანსი
10.05.2020

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მართალია, გუშინდელ მონაცემებთან შედარებით მატება შეინიშნება, თუმცა ბოლო დღეების დადებითი დინამიკა (გამოჯანმრთელებულთა სასარგებლოდ) გრძელდება.

ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 309-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×