რეზონანსი
10.05.2020

გუშინ მკვლელობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში – სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი აქამდე არ ყოფილა.

მოკლულის მეუღლე ვარაუდობს, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მკვლელი მონადირე იყო და მას იარაღი ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მონადირის მიერ გასროლილი ტყვია სამიზნეს ასცდა და მეზობელს მოხვდა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×