რეზონანსი
09.05.2020

„ჩვენი ოპონენტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის დისკრედიტაციას და საინფორმაციო კამპანიით ცდილობდნენ იმ ყველაფრის გადმობრალებას, რაც თვითონ გააკეთეს თავისი ხელისუფლების პირობებში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში განაცხადა.

„წლების განმავლობაში, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები გვაკრიტიკებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არ არის სწორი რეფორმა; არ შეიძლება ამდენი ინვესტიციის ჩადება ჯანდაცვაში, რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს. მეორე - გვაკრიტიკებდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში რატომ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ამდენი ფული, რა საჭიროა ფერმერების დახმარება და ტექნიკაში ამდენი ინვესტიცია. მესამე - გვაკრიტიკებდნენ, როგორ შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს ბიზნესი, აწარმოე საქართველოს ვგულისხმობ, როგორ შეიძლება სახელმწიფომ პროექტები დააფინანსოს, ეს არის არასწორი.

დღეს, პანდემიის დროს, როდესაც ტესტის წინაშე დადგა მსოფლიო ეკონომიკა და ბევრი სახელმწიფო, აღმოჩნდა თუ არა, რომ ეს სამივე დიდი რეფორმა, რაც „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, ყოფილა ზუსტად კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ, პანდემიას ადეკვატურად ვუპასუხეთ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის ნაწილში.

რას ვაპირებთ ჩვენ - ჩვენ გვინდა, რომ მივიდეთ ყველა ადამიანთან, ვინც პირველ რიგში ელოდება ქმედით დახმარებას ხელისუფლების მხრიდან. სოციალური პაკეტების მიმართ, რომელიც დავამუშავეთ და რისთვისაც შევძელით თანხების მობილიზება, იყო ბევრი კომენტარები, მეც მწერდნენ მოქალაქეები, არის თუ არა ეს საკმარისი, ეყოფა თუ არა 1200 ლარი ერთ ოჯახს და ასე შემდეგ.

ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ ხომ არასდროს გვითქვამს და არ ვამბობთ, რომ 600 ან 300 ლარი ეყოფა ერთ ოჯახს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას - ეს არის რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის, რითაც შეგვიძლია, ჩვენ, სახელმწიფო, მთავრობა, ხელისუფლება შემოგეშველოთ ამ რთულ პერიოდში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეუბნებით არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ ოჯახს, რომ ყველა ეს დახმარება საკმარისია იმისთვის, რომ ყველამ ღირსეულად იარსებოს, პირიქით, სოციალურ დახმარებას გამოვყოფთ, მაგრამ ბევრად მეტ რესურსს ვხარჯავთ ეკონომიკის აღდგენისთვის, რადგან ეკონომიკა თავის მხრივ არის დაკავშირებული მოქალაქეებთან და ოჯახების შემოსავლებთან", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×