რეზონანსი
09.05.2020

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

"ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 25 წლის ქალი და 24 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 30 წლის ქალი ოზურგეთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, "პისიარ" კვლევისათვის ხვალ გაიგზავნება. სამივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება", - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×