რეზონანსი
09.05.2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში, ავტომობილი გზიდან გადავარდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. შეჯახების შედეგად მძღოლი ავტომობილიდან გადავარდა, დაზიანდა გაზის მილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×