
ის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით საჭიროა, მოქმედებდეს კომენდანტის საათიც.
„ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?".
მართლაც უსიამოვნო პროცედურაა, როცა ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოდის, აჯარიმებენ და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული...
მაგრამ, კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან.
ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.